„ბულდოზერით მიადგა საფლავებს და მოანგრია, მაღაზია ჩადგა მათ ადგილზე...“ - რას წერს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სამთავროს წმინდა ნინოს მონასტრის ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„სამთავროს წმ. ნინოს მონასტრის მთავარი ტაძრის დასავლეთით 2011 წლამდე იყო მცირე ფერდობი, მახსოვს კარგად ორი-სამი ძველი საფლავიც იყო შესაბამისი ძველებური რუხი ფერის ქვით, მოზრდილო ხეები იდგა და ჩამოსაჯდომი სკამიც იყო ჩრდილში. 2011 წელს სამთავროს მონასტრის ქაჯი იღუმენია ქეთევან კოპალიანი ბულდოზერით მიადგა ამ საფლავებს და მოანგრია, სამუზეუმო ოთახი და მაღაზია ჩადგა მათ ადგილზე, ისე რომ არც ძეგლთა დაცვის ნებართვა და არც არქეოლოგია ჰქონდა ჩატარებული. ამ ვანდალიზმის დროს ბულდოზერმა მოანგრია აგურის აკლდამა, მერე ატყდა მცირე აჟიოტაჟი და არქეოლოგები ჩაერთვნენ პროცესში, მაგრამ ეს უკვე ვანდალიზმის დასასრულისკენ მოხდა, როცა ფერდობის უმეტესი ნაწილი საფლავებითურთ უკვე მონგრეული ჰქონდა ამ ქაჯქალას, არადა სამთავრო ხომ წმ. ნინოს და მეფე მირიანის დაარსებულია, მისი მიწა ქართველთა გაქრიტიანების 1700 წლის ისტორიას ინახავდა, ეს ამბიციური კაპასი ველური კი ბულდოზერით მიადგა. ფოტოზე ბულდოზერიც მოსჩანს, მარჯვნივ დააკვირდით“, - წერს ილია ჭიღლაძე.