თეგებით ძიება

საქართველოში მძიმე დაავადება ვრცელდება - რამდენი ადამიანი დაინფიცირდა და რა ჩივილები ახასიათებს ლეპტოსპიროზს?

საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის.

ბაქტერია, ღია წყლებში, ტბესა და ჭებში ცხოველის ექსპრემენტების მოხვედრით ვრცელდება, თუ დაბინძურებული წყალი ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება დაინფიცირების შანსი 98 პროცენტია. პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ნაგავსაყრელების მოწესრიგება და ცხოველების მონიტონგი მიიჩნევა.

ინფექციონისტები გვირჩევენ, რომ ქალაქ გარეთ ვიზიტისას განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიავაქციოთ ჰიგიენის ნორმებს და დალიოთ მხოლოდ სუფთა წყალი.

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას: პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, გამონაყარი, მენინგიტი და სისხლჩაქცევები. ასევე, ქვედა კიდურის კუნთების და წელის ტკივილი, თვალის სიწითლე და ა.შ.

ინკუბაციურიპერიოდი - ძირითადად 10 დღეა, მერყეობს 2-დან 30 დღემდე.

გადამდებლობის პერიოდი - ლეპტოსპიროზი ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. ძალიან იშვიათად სქესობრივი გზით, ტრანსპლაცენტარულად და დედის რძით. ლეპტოსპირები შარდში გვხვდება დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ლეპტოსპიროზის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლადმე მცირდება. თუ 2019 წელს საქართველოში 403 ფაქტი გამოვლინდა 2020 წელს ამ მონაცემმა მხოლოდ 154, 2021 წელს კი 129 შეადგინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა