პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, არის ციხეში და ქვეყნის მოღალატეები არიან გარეთ - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი, სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე "ვივა მედთან" იმყოფება.
ჯაფარიძის თქმით, იბრძოლებს ბოლომდე, იქამდე, სანამ მესამე პრეზიდენტი არ გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან.
"დღეს რეალურად არის ასეთი მოცემულობა, პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო, დღეს არის ციხეში და ქვეყნის მოღალატეები არიან გარეთ და ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, რომ ასე აწამონ მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვართ აქ, რომ ვიბძლოთ. ვიბრძოლოთ იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ დავიხსნით რუსეთის ტყვეობიდან. აუცილებლად ვიქნები ყველგან, სადაც ბრძოლა იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.