"ზოგიერთი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სიბრიყვეს მეტი მასშტაბი შესძინოს და ეს საზოგადოების პრობლემად აქციოს" - გია მურღულია
ფილოლოგ, გია მურღულიას აზრით, სიბრიყვეს მოუქანცველი ენერგია და კატეგორიულობა აქვს.
"ზოგიერთი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სიბრიყვეს მეტი მასშტაბი შესძინოს და ეს საზოგადოების პრობლემად აქციოს.
მავანნი ამ გზაზე სერიოზულ "წარმატებებსაც" აღწევენ.
მართლაც, არ ვარგა, როდესაც არ გესმის, რომ რაღაც არ გესმის.
ამას ისიც ახლავს, რომ სიბრიყვეს მოუქანცველი ენერგია და კატეგორიულობა აქვს.
უნდა გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ უცილობელი უფლება გაქვს, არ მოგწონდეს მისი სიბრიყვე.
გზაჯვარედინებზე შეიძლება ეწეროს (ვხუმრობ, რა თქმა უნდა):
"გათავისუფლდი სისულელისგან!"
თუმცა ამას ყველა წაიკითხავს, იმის გარდა, ვისთვისაც უშუალოდ განკუთვნილია.
მას ახლა (და ყოველთვისაც) სხვა საქმე აქვს:
ვიღაცას ჭკუა უნდა ასწავლოს", - წერს გია მურღულია.