"დღეს 21:00-ზე, რუსთაველზე" - თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საზოგადოებას დღეს, 21:00 საათზე პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდებს.
"ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინების უფლება არის გამოხატვის თავისუფლების არსებობის ტესტი
რუსი ხელისუფლებისთვის საჯაროდ დედის ტრა&ის გინება არის კეთილსინდისიერების და გამბედაობის მინიმალური სტანდარტი ოკუპირებული ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის
დღეს 21.00-ზე, რუსთაველზე", - წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებენ.