თეგებით ძიება

"ემოციურად რთულია ამ ყველაფრის მიღება" - ირაკლი მახარაძე მიმართვას ავრცელებს

"პრაიმ ჰაუსის" მონაწილე, ირაკლი მახარაძე, რომელიც ამ ეტაპზე აუტსაუდერთა სკამზე ზის, პროექტში არსებულ დაძაბულობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო,

როდესაც პირველად დავჯექი აუთსაიდერების სკამზე, პროექტის დაწყებიდან გასული იყო ოთხი კვირა. მაშინ რაც თქვენგან, ჩემი გულშემატკივრებისგან ვიგრძენი, არასოდეს დამავიწყდება. მსუბუქად რომ ვთქვა პროექტში ყოველდღიური ცხოვრება არ არის მარტივი. ერთადერთი, რაც მე ყოველდღიურობას მიმარტივებს არის თქვენი მხარდაჭერა და ის ძალა, რომელსაც ასე ძლიერად ვგრძნობ. 

ფინალის მოახლოებასთან ერთად, პრაიმ ჰაუსის სახლშიც მატულობს ემოციური ფონი, რომელიც პირადად ჩემთვის ცხოვრებაში ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს ეხება, როგორიც არის სამართლიანობა, თანასწორობა, აზრების პატივისცემა და რა თქმა უნდა მეგობრობა. 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებსაც ჩემს გამო ბევრი კრიტიკის გაძლება უწევთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ვამაყობ, რომ მყავს ამდენი კარგი და ერთგული მეგობარი და მათ ჩემში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ. 

პროექტშიც შევიძინე ჩემთვის ძვირფასი მეგობრები და როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება ხოლმე, პროექტშიც, ჩემს მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ადამიანებმა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გრძნობის - მეგობრობის გამოყენება სცადეს ჩემს გასაკრიტიკებლად. 

ვგულისხმობ მაგალითად ლუკას, რომლის გვერდით ვიდექი ყოველთვის, როცა მას ეს სჭირდებოდა. არაფრად ჩამიგდია ის კრიტიკა რომელსაც ამ ქცევის გამო ვიღებდი. ვფიქრობ ყოველთვის ზედმეტია ნებისმიერი მესამე ადამიანის ჩარევა ორი მეგობრის ურთიერთობაში. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი თანადგომა ლუკას მიმართ და წარმატებები ვუსურვო დღევანდელ ლაივზე.

დღესაც ვზივარ აუთსაიდერების სკამზე. სამწუხადოდ  ჩემს მეგობარ ლუკასთან ერთად. ჩვენთან ერთად ზის ჩვენივე მეგობარი გემა. ემოციურად რთულია ამ ყველაფრის მიღება.

მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ თქვენი მხარდაჭერა დროსთან ერთად იზრდება. ვგრძნობ, დღეს ბევრად მეტნი ხართ ჩემს გვერდით, ვიდრე ეს პირველი აუთსაიდერობის დროს იყო. ჩემთვის დათმობილი დროის და რესურსისთვის თითოეულს გიხდით მადლობას. მადლობა, რომ მჩუქნით ყველაზე ძვურფასს - დროს და სიყვარულს. 

შევხვდებით რამდენიმე საათში, რუსთავი ორის პირდალირ ეთერში. 

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და პატივისხემისთვის", - წერს მახარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა