თეგებით ძიება

ხანმოკლე წვიმა საღამოს საათებში - როგორი ამინდი იქნება?

მტეოროლოგი, კობა არტენაძე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და წერს, რომ წინ თბილი დღეები გველოდება.

"ამინდი თანდათან იძენს ზაფხულის ფორმას, ბოლო დღეებია,  მაქსიმალური ტემპერატურა, სტაბილურად, ყველგან  +25 C-ზე მაღალია.

ისევე როგორც გასულ კვირაში, ახლაც, ამინდს სუბტროპიკული ქედის გავლენა განსაზღვრავს,  თავად სახელი იმაზე მეტყველებს, რომ წინ თბილი დღეები გველოდება, რასაც ზოგან შეიძლება თან ახლდეს ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმა, მხოლოდ საღამოს საათებში.

შეგიძლიათ გაირუჯოთ ან გაატაროთ დრო ბუნებაში, მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი და გადაბმული წვიმა მოსალოდნელი არსად არ არის. 

როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, ასევე დათბება ღამითაც.

გისურვებთ სასიამოვნო დღეებს", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა