თეგებით ძიება

რასაც დასთეს, აუცილებლად იმასვე მოიმკი - ისტორია, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც ჯანდაცვის დაზღვევის კომპანიის მმართველი იყო, თავის ოფისში წასასვლელად ემზადებოდა. როდესაც მანქანაში ჩაჯდომისას კარი გააღო, უცებ მისი მანქანის ქვეშ მძინარე მაწანწალა ძაღლი გამოვარდა და ბიზნესმენს ფეხზე უკბინა! გაბრაზებულმა ბიზნესმენმა სწრაფად აიღო რამდენიმე ქვა და ძაღლს ესროლა, მაგრამ მას არცერთი არ მოხვდა და გაიქცა.

ოფისში მისვლისას ბიზნესმენმა მენეჯერები თათბირისთვის მიიწვია. შეხვედრაზე ძაღლის გამო გაღიზიანებულმა ბიზნესმენმა ჯავრი მენეჯერებზე იყარა. უფროსის სიბრაზით მენეჯერებიც გაღიზიანდნენ და ჯავრი მათზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე იყარეს. რეაქციის ჯაჭვმა დაბალი რანგის თანამშრომლებიდან ბოლოს ოფისის პეონამდეც [დღიურ გასამრჯელოზე მომუშავე] მიაღწია.

პეონის დაქვემდებარების ქვეშ აღარავინ მუშაობდა! სამუშაოს დასრულების შემდეგ, თავის სახლთან მისულ პეონს კარი ცოლმა გაუღო. ცოლმა ჰკითხა მას:

- რატომ დაიგვიანე დღეს?

თანამშრომლების მიერ მასზე ამოყრილი ჯავრის გამო აღელვებულმა პეონმა ცოლს სახეში სილა გააწნა: ოფისში ფეხბურთის სათამაშოდ არ წავსულვარ, ვმუშაობდი და ნუ მაღიზიანებ შენი სულელური კითხვებით!

ახლა ცოლი გაბრაზდა უმიზეზოდ გაკიცხვისა და სახეში სილის გარტყმის გამო. ახლა მან სილის გარტყმით ჯავრი იყარა შვილზე, რომელიც ტელევიზორს უყურებდა: „შენ სულ ამას აკეთებ, სწავლის ინტერესი არ გაქვს! გამორთე ტელევიზორი ახლავე!”

ვაჟი ანერვიულდა. ის სახლიდან გავიდა და დაინახა ძაღლი, რომელიც იქვე მიდიოდა და მას უყურებდა. გაბრაზებულმა ბიჭმა ქვა აიღო და ძაღლს ესროლა.

ძაღლმა ტკივილისგან ყეფა დაიწყო და გაიქცა. ეს ის ძაღლი იყო, რომელმაც დილით ბიზნესმენს უკბინა.

მორალი:

ეს აუცილებლად მოხდებოდა. ცხოვრების კანონი ასეთია: რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა