ბათუმში აქციაზე დაკავებული 6 პირიდან 3 გაათავისუფლეს
ბათუმში, 3 ივნისს, აქციის დროს დაკავებული 6 პირიდან 3 გაათავისუფლეს. ისინი არასრულწლოვნები არიან.
წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის” წევრები - მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თამაზ მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები "Говорит Москва" - წარწერის გამო დააკავეს.