უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა ბათუმში გრძელდება - საია
საია მოუწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა.
"Საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ქ. Ბათუმში, ერას მოედანზე 3 ივნისს მიმდინარე აქციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა 2023 წლის 2 ივნისის ღამით ქ. Თბილისში, პარლამენტის წინ უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული უფლებადამცველების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
Შემაშფოთებელია, რომ თბილისის შემდგომ, ბათუმშიც გრძელდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეპრესიული საპოლიციო მექანიზმებით უკანონო შეზღუდვა. კადრებში ჩანს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება რამდენიმე პირის მიმართ (შეხლა-შემოხლა, ხელის კვრა https://www.facebook.com/temurgorgadze/videos/285290150589757/ 2:23-2:52), Ასევე, ჩანს, ძალადობრივი მეთოდით დაკავების ფაქტები (3:07 - 3:37) და მუქარა (“სამარცხვინო ვინ არის, განახებთ”). Როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციელისადმი “სამარცხვინოს” წოდების გამო დააკავეს. Მსგავსი საფუძვლით პირთა დაკავება ქართულ რეალობაში ახალი არ არის, თუმცა Მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე კერძო პირები. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე ადამიანის ქმედება არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცულ გარანტიებს.
კადრებში ნათლად გარჩევადია, ასევე, როგორ უკრავენ ერთ-ერთ დაკავებულს (რომელიც, როგორც ხალხის შეძახილებით ირკვევა, არასრულწლოვანია) სავარაუდოდ ე.წ. Ხამუთებით (ცალუღით) ზურგსუკან ხელებს, რა დროსაც პირი მანქანის წინა ნაწილთან ჰყავთ მიმწყვდეული (2:09-2:23). Ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული დაკავებების დროს ფართოდ გავრცელებული მეთოდია რეზინის/პლასტმასის ხელბორკილების გამოყენება დემონსტრაციების დროს მიმდინარე საპოლიციო ოპერაციებისას.
თუმცა, ასეთ შემთხვევაში პოლიციელმა დაკავებული პირი უნდა გააფრთხილოს იმის შესახებ, რომ ძალდატანებამ/წინააღმდეგობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება და შესაძლო დაზიანება. მჭიდროდ დადებულმა ხელბორკილმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შეშუპება, დალურჯება, სიწითლე, ხელის დაბუჟება და სხვა ნერვული დაზიანება, რამაც, კონკრეტულ შემთხვევებში, შეიძლება, მიაღწიოს არასათანადო მოპყრობის ხარისხს. ამგვარი გაფრთხილება ვიდეო-მასალაში არ ჩანს", - ნათქვამია ინფორმაციაში.