თეგებით ძიება
04. 06. 2023 მსოფლიო

დნიპროში საცხოვრებელ კვარტალში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად, 2 წლის ბავშვი დაიღუპა - უკრაინა

დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა