თეგებით ძიება

10 პოპულარული აპლიკაცია, რომლებიც ახლავე უნდა წაშალოთ

Dr. Web-ის მკვლევრებმა Android-ის ახალი საზიანო პროგრამა აღმოაჩინეს. მის შემცველ აპლიკაციებს ჯამში 400 მილიონზე მეტი გადმოწერა აქვს და ჩვენთვის პირადი მონაცემების მოპარვა თუ სხვა ზიანის მოყენება შეუძლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ერთი შეხედვით, სახიფათოდ არაფერი მოგეჩვენებათ - მინითამაშები ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მომხმარებელი ელის, თუმცა ფონურად პროგრამას არაერთი საზიანო რამის ჩადენა შეუძლია, მათ შორის: კონკრეტული ფაილების მოძებნა, მოწყობილობიდან მათი ატვირთვა, ბუფერში შიგთავსის კოპირება და ჩანაცვლება...

განსაკუთრებით სახიფათოა ფაილების ექსფილტრაცია, რადგან შესაძლებელია, ამ დროს პირადული ფოტოსურათები, ვიდეოები და დოკუმენტები გამჟღავნდეს. ამასთანავე, ბუფერის მანიპულაციის ფუნქცია პროგრამის ოპერატორებს საშუალებას აძლევს, ანგარიშების პაროლები და საკრედიტო ბარათის მონაცემები მოიპარონ.

Dr. Web-ის მიხედვით, ეს საზიანო პროგრამა სულ 101 აპლიკაციაში აღმოაჩინეს, რომლებიც Google Play-დან ჯამში 421 290 300-ჯერ გადმოწერეს.

10 ყველაზე მეტზჯერ გადმოწერილი აპლიკაცია, რომელიც ამ საზიანო პროგრამას შეიცავს:

Noizz: video editor with music (100 მილიონი გადმოწერა)

Zapya – File Transfer, Share (100 მილიონი გადმოწერა) საზიანო პროგრამა 6.3.3-იდან 6.4 ვერსიამდე იყო შიგნით, თუმცა აღარაა ახლანდელ 6.4.1 ვერსიაში

VFly: video editor&video maker (50 მილიონი გადმოწერა)

MVBit – MV video status maker (50 მილიონი გადმოწერა)

Biugo – video maker&video editor (50 მილიონი გადმოწერა)

Crazy Drop (10 მილიონი გადმოწერა)

Cashzine – Earn money reward (10 მილიონი გადმოწერა)

Fizzo Novel – Reading Offline (10 მილიონი გადმოწერა)

CashEM: Get Rewards (5 მილიონი გადმოწერა)

Tick: watch to earn (5 მილიონი გადმოწერა )

თუკი მობილურში რომელიმე მათგანს აღმოაჩენთ, იგი დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ.

თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, ამ ბმულზე ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა