თეგებით ძიება

„ნიკო კვარაცხელიას სახელობის გემი-ბიბლიოთეკა...„ვფიქრობ რომ „ნიკოს გემი” შეცურავს სინათლით და სიყვარულით" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაცვლილი, ნიკო კვარაცხელიას სახელობის „გემი-ბიბლიოთეკა” შეიქმნება.

„მრავალმხრივი მოლაპარაკება დასრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობა მივიღეთ;

ეს იქნება სოფელ განმუხურში მდგარი გემი-ბიბლიოთეკა, სადაც სპეციალური სამკითხველოები მოეწყობა და არის განზრახვა, რომ გემბანზე სამომავლოდ საზაფხულო ლიტერატურული კაფეც გაჩნდეს.

გარდა ნიკო კვარაცხელიას სახელისა, რომელიც ნაადრევად გამოვასალმეთ სიცოცხლეს და რომლის სახელიც განათლებულ მომავალთან კავშირს გულისხმობს, ეს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის ერთგვარი შეხსენება იქნება იმისა, რომ ერთმანეთთან მიმავალი გზა სწორედ ცოდნისაა.

პროექტს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და მთავარი მხარდამჭერი ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდი იქნება”, – წერს გიორგი კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა