თეგებით ძიება
04. 06. 2023 მსოფლიო

ოლექსი რეზნიკოვმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას უცნაური უწოდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ინდონეზიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაჟღერებულ სამშვიდობო ინიციატივას უცნაური უწოდა. 

„შევეცდები, ზრდილობიანი ვიყო. ეს ჟღერს როგორც რუსეთის გეგმა, და არა ინდონეზიის გეგმა“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა მასთან განხილული არ ყოფილა.

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი პრაბოვო სუბიანტო უკრაინაში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით გამოვიდა. სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტას, ორივე მხარის მიერ ახლანდელი პოზიციებიდან 15 კილომეტრით უკან დახევასა და დემილიტარიზებული ზონის შექმნას, გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს მიერ რეფერენდუმების ჩატარებას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა