„მამაშენის ქართული „კოკა-კოლა“ რუსეთში რომ შედის ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული მაშინ ვართ პროვინცია?“ - ლევან ნიკოლეიშვილი სოფო ჭყონიას
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი „კოკა-კოლას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, სოფო ჭყონიას მიმართავს, რომელმაც სოციალურ ქსელში ბათუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მოჩანს ავტომობილები რუსული ნომრებით.
„სოფო ჭყონიას მივმართავ და რადგან ვერ ვთაგავ, იქნებ გადასცეთ ვინმემ: პირველი იმიტომ ხარ უსინდისო, რომ ძველ ფოტოს ავრცელებ და ხალხი შეგყავს შეცდომაში. მეორე კიდევ იმიტომ ხარ უსინდისო, რომ მამაშენის ქართული „კოკა-კოლა“ რომ შედის რუსეთში ეგ კარგია და როცა მანქანაა აქ რუსული მაშინ ვართ პროვინცია? უსინდისო ხარ, მოკლედ და კონკრეტულად“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.