თეგებით ძიება
04. 06. 2023 მსოფლიო

NATO-მ უნდა მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები - მატეუშ მორავეცკი

NATO-მ უნდა მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები და დააჩქაროს მისი გაწევრიანება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევთავაზოთ უკრაინას სიცოცხლისუნარიანი და სანდო გზა ნატოსკენ. თუმცა, ვიდრე ეს მოდება, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, იმიტომ რომ ისინი იცავენ არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთელი ევროპის სტაბილურობისა და მშვიდობისთვის იბრძვიან“, - განაცხადა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა