პარლამენტთან კარავი იქნება იქამდე, ვიდრე ლაზარეს არ გაათავისუფლებენ - ბექა გრიგორიადისი
მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი აცხადებს, რომ პარლამენტთან კარავი მანამდე იქნება გაშლილი იქნება, ვიდრე ლაზარეს არ გაათავისუფლებენ.
"პარლამენტთან მოვიტანე კარავი, პირველ დღეს კარვის გაშლის უფლება არ მომცეს, არც მეორე დღეს, მერე დამაკავეს. გუშინ, ხალხი გვერდით დამიდგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კარავი იდგება იქამდე, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება.
ვგრძნობ, რომ ლაზარე ძალიან მალე თავისუფალი იქნება, იმიტომ, რომ იმ ბავშვს მართლა არაფერი დაუშავებია. რაც მთავარია მეგობრებო, ჩვენი სასამართლო თუ ნორმალური და პატიოსანი მოსამართლეებით დაკომპლექტებული იქნება, ჩემი ხელით ჩემს შვილს მივიყვან და გამოძიებას დავიწყებ“, - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.