თეგებით ძიება

„თქვენი საქმე აკეთეთ წესიერად და სუფთად და ეს იქნება “სუფთა ფურცელი” - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან მაგარია “ძველი წყენების დავიწყებისკენ” რომ მოგიწოდებს ხალხი, რომელზეც არც ნაწყენი ხარ და საერთოდ არც გაგახსენდებოდა, საკუთარ ტელევიზიებს თავისუფალი კონკურენციის შესაზღუდად და ჩვენი პარტიული დღის წესრიგის გასაქრობად რომ არ იყენებდეს - ახლაც, როცა “ძველი წყენების დავიწყებისკენ” მოგიწოდებს.

“ძველი წყენები” კი არა, მაგ თქვენ მედია- კანტორებს უთხარით, სივრცე პარტიული დებატებისთვის გახსნან და მოგვცენ შესაძლებლობა ჩვენი უპირატესობა სხვა პარტიებთან თავისუფალ კონკურენციაში დავამტკიცოთ. 

თქვენი საქმე აკეთეთ წესიერად და სუფთად და ეს იქნება “სუფთა ფურცელი”. 

თქვენი კომიკური მოწოდებები, როგორ შევეგუოთ უმსგავსობას და დავუძახოთ “სუფთა ფურცელი”, არავის აინტერესებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა