თბილისსა და ბათუმში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
თბილისსა და ბათუმში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა.
თბილისში აქცია რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა, ბათუმში კი ერას მოედანზე.
ცნობისთვის, 4 ივნისს ალექსეი ნავალნი 47 წლის გახდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით კი მის გათავისუფლებას საპროტესტო აქციებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოითხოვენ.