ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს - ესტონეთის პრემიერი
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „ნატო“ ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს.
„ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანი იყო და არა, ვთქვათ, გარედან დაწესებული. აქ საუბარია ნატო-ს გაფართოებაზე, როგორც პროცესზე, რომელიც რატომღაც არ არის დაკავშირებული ქვეყნების ნებასთან, მაგრამ მე ამას უარვყოფ. რუსეთი იქცევა როგორც უკანასკნელი კოლონიური ძალა, რომელიც რეალურად ცდილობს თავისი იმპერიის კოლონიზაციას და გაფართოებას“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.