თეგებით ძიება

"არ იფიქრო, რომ სიყვარული დანაშაულია, მაგრამ იცოდე, "სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება, დამანგრეველია"...ნიკა კაცის პროვოკაციაა" - კრისტი ლაბაძე სალომე უშხვანს მიმართავს

ტრანსგენდერი, კრისტი ლაბაძე "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეს, სალომე უშხვანს მიმართავს და ამავე პოექტის ყოფილ მონაწილე ნიკოლოზ ქართველთან მის რომანს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ სიყვარული დანაშაულია, მაგრამ იცოდე, რომ "სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება, დამანგრეველია". კონცენტრაცია ნიკაზე გავაკეთებ, ვიცნობ ნიკას და როგორც კი ვნახე, ეგრევე ვთქვი, თათიასთან რომ ეს კაცი არის, კაცის პროვოკაცია. მის მერე აღარ მინახავს. არასდროს შევმცდარვარ, მართალი ვყოფილვარ! ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ვინმე გერჩის ან ვინმეს შენი შურს. არა, უბრალოდ, ზოგჯელ ქალური სოლიდარობა იმაში გამოიხატება, რომ მატყუარა კაცებისგან დაგიცვას, რომ შენც შენი წინამორბედებივით არ გამოგიყენონ და კი ქალი გამოსაყენებელი არ არის, არც ნივთია - გადადო ან გადმოდო. რას ელი კაცისგან, რომელსაც არაფერი გააჩნია ჩამოკიდებულის გარდა ? არაფერი შეუქმნია? არაფერ უსწავლია? და მთელი ცხოვრება ქალის ნაყიდი ტრუსით დადის? არაფერს. იცოდე, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც ქალების ხარჯზე ცხოვრობენ, მაგრამ იცოდე, თუ შენ ვინმე გამოგიყენებს, მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში დაგიცვა, როგორც ქალი. ქალური რჩევა: არასდროს აირჩიო კაცის მხარე თუ დაჩაგრული ან გამოყენებული ქალია, რადგან ისევ ბოლოს შენც მაგ დღეში იქნები. არასდროს მოექცე კაცის მანიპულაციის ქვეშ რადგან, როდესაც გაიაზრებ, თუ რა ხდებოდა ან ხდება, ბოლოს თვითშეფასების დაკარგვამდე მიხვალ. გისურვებ ულევ სიყვარულს", - წერს ლაბაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა