თეგებით ძიება
05. 06. 2023 ვიდეო

თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, "რეტროს“ მფლობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან "რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რესტორან "რეტროს" ყოფილმა მენეჯერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, "რეტროს" მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა