შენობაში ბომბია - რა მოხდა თბილისის, ერთ-ერთ კერძო სკოლაში?
თბილისში, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია.
ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, ადასტურებენ, რომ სკოლაში ევაკუაცია ნამდვილად გამოცხადდა და ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.