"შოკი მაქვს...ჩემი ფეხი რომ აღარ იქნება ამ ჯოჯოხეთში, ეგ კი ვიცი" - რას წერს გურამ შეროზია?
ბლოგერი, გურამ შეროზია რესტორან "რეტროს" ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ მოძალადე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
"შოკი მაქვს სახაჭაპურე "რეტროს" კადრებზე, ვეღარც კი ვაზიარებ, თუ რამეა ინსტაგრამზე ნახეთ სთორიში დავდე...
ჩემი ფეხი რომ აღარ იქნება ამ ჯოჯოხეთში, ეგ კი ვიცი, მაგრამ არაა საკმარისი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ ვეღარავინ გაბედოს მსგავსად მოქცევა!!
თვალებს ვერ ვუჯერებ", - წერს გურამ შეროზია.
ცნობისთვის, "რეტროს" ყოფილმა თანამშრომელმა მფლობელის მიერ ერთ-ერთ ოფიციანტზე ძალადობის კადრები გაავრცელა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია მეპატრონე.