ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა (ვიდეო)
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 41 წლის ასაკში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.
41 წლის იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე შვედეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 121 მატჩში 62 გოლია. 2022-23 წლების სეზონი ის „მილანში“ ჩაატარა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.