"ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ბომბია" - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ადვოკატ, ლევან ჭელიძის ინფორმაციით, პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ბომბია.
" ქუთაისში, პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში შევიდა შეტყობინება, სადაც აცხადებენ, რომ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ბომბია დამონტაჟებული ", - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, დღეს თბილისში, „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ ევაკუაცია გამოცხადდა, რადგან დაწესებულებაში შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ.