თეგებით ძიება

სასაცილო ამბავია, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს - მამუკა მდინარაძე

ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებსა და განცხადებას.

„ჯერ ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს. მაგალითად, წელიწადზე მეტია მგონი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე მას შემდეგ გამოქვეყნებულ „ფეიკ“ რეზოლუციებს, განცხადებებს, ათობით, ასობით და ათასობით განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკიდან წასული ადამიანის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.

ხაბეიშვილი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება, რთული იქნება. უკვე, როცა რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა სხვა ოპონენტებს დახმარების ხელი გაუწოდა, ესეც ძალიან სასაცილოა“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა