თეგებით ძიება

ვაღიაროთ რეალობა - „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს - პაატა მანჯგალაძე

ვაღიაროთ რეალობა - „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ისევე როგორც პირიქით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

იგი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა.

„5-7%-ზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, საქართველოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ. საქართველოს გადარჩენა ნიშნავს ოპოზიციის გამარჯვებასა და „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას. მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობის გარეშე ამ კოალიციაში ვერავინ გაიმარჯვებს. ამიტომ, ვაღიაროთ რეალობა - „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას ვერ მიაღწევს, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ მიაღწევს გამარჯვებას ოპოზიციის გარეშე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკურ პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეპატიჟება. ხაბეიშვილი, მათ არჩევნებისთვის დახმარებას ჰპირდება. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს ასწავლის, თუ როგორ უნდა გადალახონ საარჩევნო ბარიერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა