ჩხუბი "გორმედში" - პაციენტები კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
კლინიკა "გორმედში" ხმაური იყო - პაციენტები საავადმყოფოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
კონფლიქტის მიზეზი კლინიკაში არსებული მძიმე ვითარება გახდა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, სასურველი სამედიცინო მომსახურების მისაღებად მათ რამდენიმე საათით უწევთ დალოდება, რადგან მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად რეგისტრატურაში მხოლოდ ერთი თანამშრომელი ემსახურებათ.