"ვგრძნობ, რომ ჰაერი მსუბუქია, ცა ისევ ცისფერი, მზე ლამაზად ჩადის, ეს კიდევ ერთი ნიშანია..." - რას წერს ნიკოლოზ ქართველის მეუღლე?
რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ყოფილი მონაწილის, ნიკოლოზ ქართველის მეუღლე, თაია ჭიჭინაძე, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თავს უკეთ გრძნობს.
"ამ ბოლო დროს, მჭიდრო კავშირს ვგრძნობ უფალთან... ამას ხშირად ვამბობ ჩემს მეგობრებთან. მშვიდი ვარ მასთან დიალოგის დროს, ვგრძნობ, რომ ჰაერი მსუბუქია, ცა ისევ ცისფერი, მზე ლამაზად ჩადის. ამ ყველაფრით ვხვდები, რომ გადავრჩი. ახლა პალატაში მოსულმა მამაომ საჯანმრთელო წამიკითხა და მაზიარა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩემთანაა“, - წერს თაია ჭიჭინაძე.