თეგებით ძიება

რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენა - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის ყველა იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენეს.

"რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის იმ ყველაფერს, მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინას მიაყენა, თავისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ისინი ამ ომისთვის პასუხს აგებენ. არა მხოლოდ ზარალის ანაზღაურებით, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებით, არამედ ისინი გამოცდიან ყველაფერს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდიდა, როცა ისინი ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტებს ისროდნენ“, - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა