თეგებით ძიება

რესტორანი "რეტრო“ 30 000 ლარით დაჯარიმდა

რეს­ტო­რა­ნი “რეტ­რო” 30 ათა­სი ლართ და­ჯა­რიმ­და. ამის შესახებ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლმა, ბექა ფე­რა­ძემ განაცხადა.

“კომ­პა­ნია და­ჯა­რიმ­და 30 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, შე­ვის­წავ­ლეთ რო­გორც აჭა­რის, ასე­ვე თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი, ჯამ­ში კომ­პა­ნი­ის 3 ობი­ექ­ტი. უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, კომ­პა­ნი­ას შე­უ­ჩერ­და საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცე­სი. გარ­და ამი­სა, და­ე­ვა­ლა, რომ ყვე­ლა ის და­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლებს ჰქონ­დათ, ვგუ­ლის­ხმობ, რო­გორც ზე­გა­ნეკ­ვუ­თე­თუ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას, თუ სხვა­დას­ხვა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, აა­ნა­ზღა­უ­როს და კუთ­ვნი­ლი თან­ხობ­რი­ვი ოდე­ნო­ბით მის­ცეს და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ა­ნებს“,- განაცხადა ფე­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რეს­ტო­რან “რეტ­როს” ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი თა­ნამ­შრო­მელს ხელს კრავს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აგ­დებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­მა, თე­ი­მუ­რაზ ვარ­შა­ნი­ძემ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ქუ­ჩა­შიც გა­აგ­რძე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან „რეტ­რო­ში“ თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი და­ა­კა­ვა. მა­მა­კა­ცი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა