რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება, სანქციის შემოღებას ნიშნავს.
მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვას არ აპირებს.
„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის გადახედვას, იქიდან გამომდინარე, რომ სავიზო რეჟიმის შემოღება ნიშნავს სანქციის შემოღებას და საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციის შემოღებას,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.