Messenger შეფერხებით მუშაობს
Messenger შეფერხებით მუშაობს. აპლიკაციით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
მომხმარებელთა 54% ამბობს, რომ პრობლემა შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით ექმნებათ, 26%-ის ცნობით, მათ შეტყობინებების მიღება უჭირთ, ხოლო 20% ამბობს, რომ ზოგადად აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქვთ შეზღუდვა.
შეფერხებები Facebook-ის მესინჯერში დაახლოებით 20:50 საათიდან დაიწყო.