რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენა - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინელ ხალხს მიაყენა
"რუსეთი საკუთარ თავზე გამოცდის იმ ყველაფერს, მთელ იმ ტკივილს, რაც უკრაინას მიაყენა, თავისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ისინი ამ ომისთვის პასუხს აგებენ. არა მხოლოდ ზარალის ანაზღაურებით, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი დანაკარგებით, არამედ ისინი გამოცდიან ყველაფერს, რასაც ჩვენი ხალხი განიცდიდა, როცა ისინი ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტებს ისროდნენ", - ამბობს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, რუსეთის ომს უკრაინაში სამართლიანი დასასრული ექნება იმის მიუხედავად, თუ რა დროს დასჭირდება ამას.