თეგებით ძიება

პოლონეთში 4 ქართველი დააკავეს

პოლონეთში, 4 ქართველი დააკავეს. მათ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე მიგრანტების არალეგალურად შეყვანას ედავებიან.

სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ უცხოელებს არ ჰქონდათ პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის დამადასტურებელი საბუთები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მანქანებში სულ 38 ადამიანი იპოვეს. ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. მათ შორის ერთი ავღანელია. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: TV25


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა