თეგებით ძიება

"გურამ ფირცხალავა დამესიზმრა და მითხრა... გურამი რომ არ დასიზმრებოდა, არც ეს ამბავი მოხდებოდა და არც მივიდოდა კლინიკაში..." - რას წერენ სოსო ჯაჭვლიანზე?

მსახიობისა და ყოფილი პარლამენტარის, სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო დროს ხშირად იწერება.როგორც აღმოჩნდა, ყოფილი დეპუტატი მძიმე სენს ებრძვის, ის მკურნალობის გაგრძელებას უცხოეთში აპირებს.

„სვანეთინიუსი – Svanetinews“ სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო დღეებში მიმდინარე აჟიოტაჟს ეხმაურება და მსახიობ ბესო ზანგურის ძველ პოსტს აზიარებს.

"რადგან საზოგადოების ინტერესი დიდია და ბევრი მეკითხება სოსო ჯაჭვლიანის შესახებ, მსახიობი ბესო ზანგურის 3 წლის წინანდელ პოსტს გაგიზიარებთ, სადაც ის წერს:

"სოსო ჯაჭვლიანმა დამირეკა. ვმეგობრობთ და შეწუხდა ჩემს ამბავზე, ლიბერალურმა სეგმენტმა რომ მიბწკინა 1 თვის წინ. გიყვებით საოცარ ამბავს:

ერთ დილას მასთან მივიდა მეგობარი და უთხრა:სოსო გურამ ფირცხალავა დამესიზმრა და მითხრა, რაც შემპირდა ის გააკეთოს სასწრაფოდო..ვერაფრით ვერ გაიხსენა რა შეპირდა უკვე გარდაცვლილ გურამს..გავიდა რამდენიმე დღე და ახლა სოსოს დაესიზმრა რაც შემპირდი გააკეთეო..სიზმარში ვარ გურამ ვიცი და როგორ ხარ მანდ?უკითხავს..ჩვენ კარგად შენ შენი პირობა შეასრულე სასწრაფოდო..შეწუხდა კაცი ვერ იხსენებს რა შეპირდა და პარაკლისის სუფრა გადაწყვიტა გადაეხადა..ღვინო რომ ამოჰქონდა წაიქცა და ხელზე დაეცა ბოცა და გაეხსნა მთელი ხელი..მოკლედ მიიყვანეს სოსო საავადმყოფოში და სისხლის ანალიზმა აჩვენა ცუდი ამბავი..და მერე გაახსენდა რომ შეპირდა მისულიყო კუჭზე შესამოწმებლად რაც გურამს სჭირდა…სიმსივნე...ბევრი რომ არ გავაგრძელო გურამი რომ არ დასიზმრებოდა არც ეს ამბავი მოხდებოდა და არც მივიდოდა კლინიკაში …და ისეთ დროს გაიგებდა ყველაფერი აზრს დაკარგავდა..რაღაც კი არა აუცილებლად არსებობს იმ ქვეყნიური სიცოცხლე და ცხოვრება…ნათელი გურამ ფირცხალავას სულს …ამ უმაგრესი ადამიანის სულს…მკვდარი რომ ბევრ ცოცხალს სჯობს ასეთი კაცი იყო გურამ ფირცხალავა!!!

ახლა კარგადაა უკვე სოსო ჯაჭვლიანი 8 თვიანი ბრძოლის შემდეგ დაავადება დამარცხდა!"-ციტირებს გამოცემა ბესო ზანგურს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა