პოლონეთში, კატალიზატორის ქურდობისთვის, 31 წლის ქართველი დააკავეს
პოლონეთში კატალიზატორის ქურდობისთვის 31 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 31 წლის ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
"სულ დაიკარგა 5 კატალიზატორი და ადგილი ჰქონდა ქურდობის 2 მცდელობას. ზარალი შეადგენს 20000 PLN-ზე მეტს“, - აცხადებს ლუბლინის პოლიციის შტაბის სპიკერი კამილ გოლენბიოვსკი.