თეგებით ძიება

"ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს, რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დამბის აფეთქებაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ნოვაია კახოვკას დამბის აფეთქებას ეხმაურება და წერს, რომ ომში მოვლენები დაჩქარდება.

"რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს. 

ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა