როგორ არ მაინტერესებს ხომ წარმოგიდგენიათ - ირაკლი ღარიბაშვილი ბანერებზე, სადაც "ირაყლი" აწერია
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2 ივნისის აქცია, სადაც მოქალაქეები და უფლებადამცველები საპროტესტო ბანერების, მათ შორის ცარიელი ფურცლის გამოც დააკავეს მარტივი პროვოკაციაა. ამსთან, აქციის მონაწილეებს ბანერზე ეწერათ "ირაყლი".
"არ მინახავს განცხადება [აშშ-ის სახ.დეპის] მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უსუსურ ოპოზიციას და მარგინალიზებულ ოპოზიციას მთლიანად, მთელი თავისი სატელიტებით, თავისი ენჯეობეით, თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით არაფერი არ დარჩენიათ გარდა ერთისა, რომ გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე. [გწყინთ ეს ყველაფერი?] როგორ არ მაინტერესებს ხომ წარმოგიდგენიათ, საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი ასე ვთქვათ მარტივი პროვოკაციები, რომლებზეც საერთოდ სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს სერიოზული კომენტარი", - თქვა ღარიბაშვილმა.
2 ივნისს აქტივისტები პარლამენტთან ირაკლი ღარიბაშვილის პრორუსულ და ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ 7 პირი დააკავა. მათ ადმინისტრაციული წესით ჩადენილი სამართალდარღვევას ედავებიან. დაკავებულებს შორის იყვნენ საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი და ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი .