თეგებით ძიება

სასიხარულო ინფორმაცია - "ნოვაია კახოვკის" დამბის აფეთქების შემდეგ, დატბორილი შენობიდან ქალი ამოიყვანეს (ფოტოები)

უკრაინაში, ნოვაია კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია წყალმა დაფარა. ტელეგრამ არხების ინფორმაციით, წყლის დონებ ზოგიერთ ადგილას 10 მეტრსაც მიაღწია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე წყალკანალის ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი დატბორილი შენობიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ემოციური ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა