"დაიტბორა რუსების პოზიციები" - რა ინფორმაცია ვრცელდება უკრაინიდან?
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ კახოვკაში კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და წერს, რომ რუსების პოზიციებიც დაიტბორა.
"არ ვიცი, ღორებს რა უხარიათ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რუსეთმა საკუთარ ფეხშიც ისროლა - საქმე იმაშია, რომ მდ. დნეპრის მარცხენა სანაპირო უფრო დაბალია და ჰესის აფეთქების შემდეგ უფრო მეტი წყალი მაგ მიმართულებით წავიდა.
შესაბამისად, დაიტბორა რუსების პოზიციები", - წერს ბატიაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ნოვაია კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ფაქტის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.