თეგებით ძიება

როგორ ვუშველოთ ფეხების შეშუპებას? - რეცეპტი ხალხური მედიცინიდან

გთავაზობთ ხალხური მედიცინიდან რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ფეხების შეშუპების  სამკურნალოდ.

ფეხების შეშუპებას სელი დაგიცხრობთ.

4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

გარდა ამისა, კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც. ამ ორი მცენარის ნაყენი კი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ 5 გრამი ნარევი და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთი შეათბეთ წყლის ორთქლის აბაზანაზე, მერე 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ - დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. კურსი ორი კვირიდან ორ თვემდეა.

წყარო: mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა