თეგებით ძიება
06. 06. 2023 სპორტი

"მადლობა საამაყო ხვიჩას ამ ჟესტისთვის" - რა სიურპრიზი გაუკეთა გიორგი სუხიტაშვილს კვარამ? (ფოტო)

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მისთვის გაკეთებულ საჩუქარზე სოციალურ ქსელში წერს.

"მოულოდნელი იყო.

დილით ვიღვიძებ, მხვდება ნანიკო კვარაცხელიას მესიჯი და ეს ფოტო.

ნეაპოლში რომ ვიყავი, ჩემი მორიდებული თავის ამბავი ვინც იცით, მიხვდებით, რომ ვერ მივიდოდი. 

მადლობა საამაყო ხვიჩას ამ ჟესტისთვის, წინ ბევრი წარმატება და სირთულეა, მე ძალიან ვუფრთხილდები ამ შესაძლებლობას, რაც მას აქვს და ასევე მისი მეშვეობით ჩვენც.

კვირიდან კვირამდე მემატება ეს განცდა და პასუხისმგებლობასავით მაქვს, ჩვენც უნდა ვუწყობდეთ ხელს ქართველ წარმატებულ ან წარმატების გზაზე მიმავალ ხალხს.

ვისაც ქვეყანა უყვარს, უნდა ხვდებოდეს, რომ დღეს ყველაზე დიდი ლოგო ჩვენი ქვეყნისთვის არის ეს "ბავშვი".

წარმატებას მიაღწია, შესაბამისად მის მიმართ ყურადღება და წნეხი დიდია. 

ის ჩვენთან ერთად აღიარა მთელმა მსოფლიომ. ჩვენ არ გამოგვიგონია და არ აგვიგორებია მითი ხვიჩაზე (ბევრზე გამოვიგონეთ და კიდევ გამოვიგონებთ).

ამიტომ ვერავინ ვერ ჩააქრობს მის როგორც სპორტსმენის სახელს.

მე ვნერვიულობ სხვა მხარეზე და არ ვისურვებ, რომ როგორც ადამიანი, მოიძულოთ წლების შემდეგ, აი, მაშინ, როდესაც ეიფორია გადავა.

დაიმახსოვრეთ, ეს ემოცია და აღმაფრენა, რასაც მისით ვგრძნობთ და როცა მისგან რამე არ მოგვეწონება, პორველი ეს გავიხსენოთ.

მაისურიდან სად წავიდაო ბევრი იფიქრებთ, მაგრამ მე სულ ვფიქრობ გამუდმებით როგორ მივიღოთ ერთმანეთი არა ისეთი, როგორც ჩვენ გვსურს, არამედ ისეთები როგორებიც არიან.

ადრეც ვთქვი და გავმეორდები, ადამიანი სამოსი არ არის, რომ ჩაიცვა და მოიხდინო.

მადლობა შენ, ნანიკო ", - წერს გიორგი სუხიტაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა