თეგებით ძიება

ვინ არის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა?

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც თბილისში ყოფილი ცოლი, 27 წლის მ. მ. სასტიკად მოკლა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნ. ლ. დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ყოფილ მეუღლეს 7 წლის წინ დაშორდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა