თეგებით ძიება

"რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

ვარშანიძე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვებს საპატიმროს.

გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა. ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს.

ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება.

"რეტროს“  მფლობელი ხმამაღალი საუბრის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს, რომ დამნაშავე არ არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რეს­ტო­რან “რეტ­როს” ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი თა­ნამ­შრო­მელს ხელს კრავს და და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან აგ­დებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­მა, თე­ი­მუ­რაზ ვარ­შა­ნი­ძემ თა­ნამ­შრო­მელ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ქუ­ჩა­შიც გა­აგ­რძე­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან „რეტ­რო­ში“ თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლი და­ა­კა­ვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა