თეგებით ძიება
06. 06. 2023 ბიზნესი

"დასაქმების ფორუმი 2023" გაიმართა - გაეცანით "ლემონს გრუპის" ვაკანსიებს

"დასაქმების ფორუმი 2023" გაიმართა. ღონისძიება  IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით შედგა.

ფორუმის მონაწილე კურსდამთავრებულები და სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.

"დასაქმების ფორუმში ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ჩვენ ვართ მზარდი კომპანია და მნიშვნელოვანია სტუდენტებთან მუშაობა, შემდეგ კი დასაქმება. ჩვენი კომპანია ითვალისწინებს როგორც ნახევარ, ასევე სრულ განაკვეთზე დასაქმებას. სურვილი გვაქვს, რომ დავასაქმოთ სტუდენტები გაყიდვების მიმართულებით. კერძოდ, გვაქვს უძრავი ქონების მრჩეველისა და სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე ვაკანსიები.

გარდა ამისა, ჩვენს დაქვემდებარებაშია საინფორმაციო სააგენტო TIA.GE, რომლისთვისაც ვეძებთ სტაჟიორებს ჟურნალისტიკის მიმართულებით", - აცხადებს "ლემონს გრუპის" მარკეტინგის მენეჯერი, ანა ასათიანი.

როგორც ანა ასათიანი განმარტავს, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კარგი და მნიშვნელოვანია როგორც კომპანიებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც.

"ღონისძიების ფარგლებში 30-მდე ადამიანმა გამოხატა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და თავიანთი რეზიუმე გადმოგვცეს შემდგომი გასაუბრების მიზნით. სტუდენტობა არის ის ძალა, რომელიც მართავს მომავალს, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა, მათი ხელშეწყობა და დასაქმება", - აცხადებს "ლემონს გრუპის" მარკეტინგის მენეჯერი.

ცნობისთვის, ფორუმს მთლიანობაში 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

ფოტოების ავტორი: თამარ რეხვიაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა