სალომე ზურაბიშვილი მაიკლ როთს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაიკლ როთს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განიხილეს.
„შევხვდი მაიკლ როტს. განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა", - წერს ზურაბიშვილი