უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300-მდე ცხოველი ემსხვერპლა
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნაწილობრივ განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას ზოოპარკის 300 ბინადარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარე ზოოპარკი ავრცელებს.
ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, მიმდებარე ტერიტორია დანაღმული იყო, რის გამოც ცხოველების ევაკუაცია შეუძლებელი გახდა.
"ჩვენ ვცდილობდით მათ გადარჩენას. ყოველ დღე ცეცხლის ქვეშ ზოოპარკის ორი თანამშრომელი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იგდებდა და ცხოველების გამოსაკვებად მიდიოდა", - აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.