კახოვკის კაშხლის განადგურება რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილებაა - ჯოზეფ ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა.
„კახოვკის კაშხლის განადგურება წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება.
ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.